გურიის მოამბე

,,30 000 ლარის რა ჭამეთ თქვე მართლა წურბელებო?”- ნიკოლაშვილი ოზურგეთის მერს

ოპოზიციის წარმომადგენელი ოზურგეთში თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“30 00პ ლარის სუფრა ქოცებს ოზურგეთის მერისგან, გაჭირვებული ოზურგეთელების ხარჯზე ‼️
თალაკვაძის ჭამა-სმის ბიუჯეტი, გახდა კუნჭულიას ჭამა-სმის ბიუჯეტი. 30 000 ლარის მართლა რა ჭამეთ თქვე მართლა წურბელებო ❓❗️ ყველა მეორე ადამიანი, თქვენივე სტატისტიკით უკიდურეს სიღარიბეში რომ ცხოვრობს, ხალხს თავზე ჭერი რომ არ აქვს, გზა, წყალი რომ არ აქვთ იმ ხალხის ხარჯზე როგორ უნდა ქეიფობდე მერამდენედ ❓❗️უკაცრავად და რა პრობლემაც არ უნდა გავასაჯაროოთ, ახალი მერია აცალეთ ჯერო რომ გაიძახით, ამ ხუთ თვეში მერამდენედ ქეიფობს ხალხის ხარჯზე, დაგითვლით თუ გნებავთ , კონცერტები და ტაშ-ფანდურიც ხომ კარგად მოასწრო ❓❗️ პაატა კუნჭულია / Paata Kunchulia წარმოდგენა გაქვთ საერთოდ თქვენს ირგვლივ ხალხს როგორ უჭირს და რანაირად იბრძვიან არსებობისთვის ❓❗️ხო მართლა, მადლობა მამუკა მდინარაძეს ამ მოქეიფე კაცის დანიშვნისთვის ოზურგეთელებისგან, ვინც არ იცის მდინარაძის ადმინისტრაციის უფროსის ბიძაა ეს მერად წოდებული ‼️”- წერს ნიკოლაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights