“აქ, ერთ დროს, ულამაზესი სკოლის შენობა იდგა _ ჩოხატაურის ნიკო მარის სახელობის #1 საჯარო სკოლა, რომელსაც 140 წლის ისტორია ჰქონდა!!!ამ სკოლაში 560 ბავშვი ირიცხება და ეს ერთადერთი საჯარო სკოლაა დაბა ჩოხატაურში!
მისი რეაბილიტაცია 2023 წელს დაიწყეს და შუა რემონტის დროს, 2023 წლის დასაწყისში გაარკვიეს, რომ სკოლა რემონტს არ ექვემდებარებოდა და ახალი იყო ასაშენებელი…
სკოლის შენობა მიწასთან გაასწორეს, ბავშვების ნაწილი ავარიულ შენობაში, ნაწილი კი ნაქირავებ, კერძო სკოლაში გადაიყვანეს….
მერე იყო არჩევნები და დაპირება, რომ 2024 წლის ბოლოს მშენებლობა დაიწყებოდა…. არჩევნები დამთავრდა და შემდეგი დაპირება 2025 წელს გაყვა…
გამონაკლისი არც 2026 წელია…და ეს წლებია დუმს სკოლა… მასწავლებლები… დაგვპირდნენ და ხმას როგორ ამოვიღებთო
და ამ დაპირებებში წლები გადის… ბავშვები სკოლას ისე ამთავრებენ, რომ სკოლა არ აქვთ და ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ არავინ იცის როდის ექნებათ…
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სულ არაფრის გრცხვენიათ?”
ამ კითხვით ასრულებს, მის მიერვე გავრცელებულ ინფორმაციას, ტვ “პირველის” ჟურნალისტი, ნატო გოგელია, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე;








