ოზურგეთის ბაზარზე მიმოქცევაში მყოფი თურქული ფულადი ერთეული – ყურუში უდრიდა 40 ფარას, 40 კაპიკს, 40 კაპიკად ფასობდა მაშინ: ერთი ბატკანი, წყვილი რჩეული დოში, იმერული კარგი ჩექმა, კარგი ტილო, სასროლი ბადე..
მომდევნო ფასებიდან აღსანიშნავია მიმოქცევაში არსებული შაური, რომელიც შესატყვისი იყო 4 ფარის, ოთხი კაპიკისა, შაურად ფასობდა ოზურგეთის ბაზარზე: ოყა (სამი კილოგრამი) ძროხის, ხბოს, თხისა და ღორის ხორცი.
.
საოცარი სიიაფე იყო “ფარის” – კაპიკის განსაზღვრების თვალსაზრისითაც. მივყვეთ “ნიხრის” თანამიმდევრობას:
.
◈ გოჭი – 8 ფარა – 8 კაპიკი;
◈ წიწილა – 4 ფარა, 4 კაპიკი; უფრო პატარა – 1 ფარა, 1 კაპიკი;
◈ ორი თავი დამარილებული ყველი – 1 ფარა, 1 კაპიკი;
◈კარგი ქალამანი – 10 ფარა, 10 კაპიკი;
◈ რჩეული ფარგა (თევზი) – 10 ფარა, უარესი – 5 ფარა, 5 კაპიკი;
◈ დიდი გობი – 3 ფარა, 3 კაპიკი;
◈ პატარა გობი – 2 ფარა, 2 კაპიკი;
◈ ოთხი თიხის ლამბაქი – 1 ფარა, 1 კაპიკი;
◈ ორი აფხაზური ბაწარი – 2 ფარა, 2 კაპიკი;
◈ გურული ბაწარი – 1 ფარა, 1 კაპიკი;
◈ ბათმანი (ფუთი) ხახვი – 6 ფარა, 6 კაპიკი;
◈ გრძელი ბადე-ზეტაკე- 6 ფარა, 6 კაპიკი;
◈ ქილა ნიგოზი (ორი ფუთი) 6 ფარა, 6 კაპიკი;
◈ 9 ცალი მსხალი – 1 ფარა, 1 კაპიკი;
◈ ერთი დოქი არაყი (44 ბოთლი), 6 ფარა, 6 კაპიკი;
◈ კუდა ზურგიელი 1 რუბი-13 ფარა, 13 კაპიკი;
◈ ჩარექი ხიზილალა – 13 კაპიკი;
◈ ბადე მოსადები, თითო ფხარი – 1 რუბი, 13ფარა, 13 კაპიკი.
.
– ენვერი გოგუაძე – გაზეთი ალიონი 2018 წელი #24








