გურიის მოამბე

ფატი სიორიძე – სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, შარვლის -25ლარი, ქვედაკაბის – 25 ლარი, ჯამში- 95 ლარი

ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, ფატი სიორიძე, სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, მშობელთა საყურადღებოდ! მოსწავლეთა ფორმებთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს, რომელსაც გთავაზობთ სრულად:
“ძვირფასო მშობლებო! მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრომ ბევრჯერ გააკეთა განმარტება მოსწავლეთა ფორმებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გაძლევთ განმარტებას.
მოგეხსენებათ, რომ დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტარება არის სავალდებულო და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განსაზღვრა მისი ღირებულება, კერძოდ:
სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო სასკოლო შარვლისღირებულება-25ლარი და სასკოლო ქვედაკაბის ღირებულება – 25 ლარით. ჯამში- 95 ლარი.
პირველ ეტაპზე 15 სექტემბრამდე ფორმები იქნება პირველკლასელებისთვის. ფორმები განთავსდება ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში. გრაფიკის მიხედვით მოხდება მშობლების გამოცხადება, გექნებათ საშუალება მოარგოთ ბავშვებს ფორმები.
მეორე და მეოთხე კლასის მოსწავლეების ფორმები მოვა ოქტომბრის შუარიცხვებში, ხოლო მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეთა ფორმები მოვა ნოემბრის დასაწყისში. ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა იმ ოჯახის მოსწავლეებს, რომელთა სოციალურის ქულა არის 65000და ქვემოთ. ამაზე მაღალი ქულის მქონე ბავშვებისთვის ფორმა ფასიანია.
გაითვალისწინეთ, გადახდა მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ბარათით და არა ხელზე ფულის გაცემით. ბარათის დანიშნულებაში მიეთითება მოსწავლის პირადი ნომერი და დანიშნულებაში სასკოლო ფორმის გადასახადი,
კომპლექტში ბიჭისთვის შედის პიჯაკი და ორი შარვალი, ხოლო გოგონას კომპლექტში არის პიჯაკი-ერთი შარვალი და ერთი ქვედაბოლო. კომპლექტის დაშლა არ მოხდება. მშობელს სურვილის შემთხვევაში შეუძლია შეიძინოს ორი კომპლექტი.
ჩემი თხოვნაა, მეორედან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეთა მშობლებისთვის , ზედმეტად ნუ დაიხარჯებით და ნუ შეუძენთ ბავშვებს მრავალფეროვან ჩასაცმელებს. ფორმები დათქმულ ვადებში მოვა და მისი ტარება იქნება აუცილებელი” წერს სიორიძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights