4 ადამიანი დაიღუპა და 10 მდე დაშავდა, მათ შორის რამდენიმე ბავშვი, ოზურგეთი გომისმთის ავტომაგისტრალზე, გუშინ საღამოს
მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად;
“ჩვენთან შემოიყცანეს ხუთი პაციენტი, მათ შორის ორი ბავშვი, აღენიშნებოდათ ქალა შიდა ტრამვები და მოტეხილობები; არცერთ მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, ახლა ისინი გადაყვანილნი არიან სხვადასხვა კლინიკებში, შემდგომი მკურნალობის მიზნით” – გვითხრა ოზურგეთის მედალფას კლინიკის მენეჯერმა, დავით მდინარაძემ;
ავტოსგზაო შემთხვევა, ბჟუჟჰესიდან გომისმთისაკენ მიმავალი გზის მონაკვეთზე, დაახლოებით 2 კილომეტრში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა მინიავტობუს შეემთხვა, რომელშიც ბელორუს ტურისტთა ჯგუფი იმყოფებოდა, ისინი კურორტიდან უკან, ბათუმისაკენ მიემგზავრებოდნენ, რა დროსაც, მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან ხევში გადავარდა;
მძღოლი, რომელიც შემთხვევას გადაურჩა, ამბობს, რომ მანქანას მუხრუჭებმა უმტყუნა, რომელიც, კურორტიდან დაშვებისას მწყობრიდან გამოვიდა;
მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადები მუშაობდნენ;
დაღუპულები, ბელორუსის მოქალაქეები არიან;








