მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, პოსტი, რომელიც დღეს მესამე პრეზიდენტის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა და რომელმაც დიდი გაურკვევლობა გამოიწვია, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, მისივე თხოვნით გამოაქვეყნა.
ბატონ სააკაშვილის დღევანდელმა ფეისბუქ პოსტმა დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია, არადა საკითხი მარტივია, იგი შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა დედამისს ქალბატონ გიული ალასანიას და რადგან თვითონ მას არ შეუძლია, სთხოვა ეს საკითხი პოსტის სახით გამოექვეყნებინა მის ფეისბუქ გვერდზე, რაც დედამ გააკეთა კიდეც. გაუგებარი მიზეზებით რაღაც ჯგუფმა ამ პოსტის შექმნა გამოქვეყნებაში ქალბატონი ეკა ხერხეულიძე დადანაშაულა რაც რბილად, რომ ვთქვა არაეთიკური და საქმეში ჩაუხედაობაა. ამ პოსტთან ქალბატონ ეკა ხედხეულიძეს არანაირი კავშირი არ აქვს და მეორეც ეს ადამიანი მიშას უანგარო და ერთგული თანამებრძოლია, რასაც ყოველდღე ვხედავ, რასაც ძალიან აფასებს მიშა და გულახდილად ვიტყვი კეთილი შურით მშურს. იშვიათია სიძულვილით სავსე ამ სამყაროში ასეთი უანგარო მეგობობა! ჩემი პატივისცემა ქალბატონ ეკას, – წერს შალვა ხაჭაპურიძე.