აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი კრის სოჩა საქართველოს შესახებ ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების მონაწილეობით გამართულ ონლაინკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს:”სენატშიც და [წარმომადგენელთა] პალატაშიც ბევრს საუბრობენ სანქციების შესაძლებლობაზე. სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს სანქციების რამდენიმე ფორმა. ერთ-ერთია ანგარიშების გაყინვა, თუ ის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე აქვს. ფინანსთა დეპარტამენტს, სხვებთან ერთად, შეუძლია ეს განიხილოს.
მეორე მოგზაურობის აკრძალვაა. თუ ის არ მოგზაურობს აშშ-ში, ჰყავს შვილები, რომლებიც მოგზაურობენ. ბოლო წლებში იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ, თუ მას სანქციებს დაუწესებდნენ, მის შვილებსაც მოუხსნიდნენ შეერთებულ შტატებში მოგზაურობისა და სწავლის შესაძლებლობას. ჩემი აზრით, ეს ის საკითხია, რომელიც აღელვებს.
ეს არ არის უტყუარი რამ, და შესაძლოა, მისი ქცევა არ შეცვალოს, მაგრამ ნამდვილად არის არჩევანი. გარდა ამისა, არიან სხვებიც, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში და ახლოს არიან ივანიშვილთან. შეიძლება მასაც დაუწესდეთ ინდივიდუალური სანქციები”. -საუბრობს სოჩა.