ჩოხატაურში კორონავირუსი კლინიკა “მედალფას” ექიმს დაუდასტურდა, რომელიც ასევე ერთ-ერთი სკოლის ექიმია.
ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა დაუდასტურა.
“კლინიკა “მედალფას” ექიმი გვყავს ინფიცირებული, რომელიც ასევე ერთ-ერთი სკოლის ექიმიცაა.”- გვითხრა ჯიბუტმა.
დღეს ჩოხატაურში კორონავირუსის რვა შემთხვეა დადასტურდა.