სიგარეტის 6 000 წლიანი ისტორია

 

გზა თამბაქოდან სიგარეტის შემცვლელებამდე: სიგარეტის 6 000 წლიანი ისტორია თამ­ბა­ქო თავ­და­პირ­ვე­ლად სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ­მა მა­ი­ას ტო­მის ხალ­ხმა აღ­მო­ა­ჩი­ნა და და­ა­გე­მოვ­ნა. ის რე­ლი­გი­უ­რი რი­ტუ­ა­ლებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და და მხო­ლოდ შა­მა­ნე­ბი და ბე­ლა­დე­ბი ეწე­ოდ­ნენ. თამ­ბა­ქოს პირ­ვე­ლი გაც­ნო­ბა ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას­თან 1492 წლის 15 ნო­ემ­ბერს შედ­გა, რო­დე­საც ქრის­ტე­ფო­რე კო­ლუმ­ბი კუნ­ძულ სან-სალ­ვა­დო­რის აბო­რი­გე­ნებს შეხ­ვდა. აბო­რი­გე­ნებ­მა მას სა­ჩუქ­რად უც­ნა­უ­რი მცე­ნა­რის ფოთ­ლე­ბი გა­დას­ცეს. კო­ლუმბმა არ იცო­და რა ექნა ამ ფოთ­ლე­ბის­თვის, გა­და­ეგ­დო თუ მო­ე­წია. ამ­გვა­რად, თამ­ბა­ქოს ფოთ­ლე­ბი ევ­რო­პულ კონ­ტი­ნენტზე მოხ­ვდა.

თამ­ბა­ქოს პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი ევ­რო­პა­ში კო­ლუმ­ბის ჯგუ­ფის წევ­რი – როდ­რი­გო დე ხე­რე­სი გახ­და. მან ეს­პა­ნე­ლებს და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­აც­ნო თამ­ბა­ქოს „უნა­რე­ბი“, მაგ­რამ ინ­კვი­ზი­ცი­ამ არ და­ა­ფა­სა ეს ინო­ვა­ცია. ისი­ნი ფიქ­რობ­დნენ, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პი­რი­დან ბოლს უშ­ვებ­და, ბნელ ძა­ლებ­თან იყო კავ­შირ­ში. საბ­რა­ლო მე­ზღვა­უ­რი გი­სო­სებს მიღ­მა 7 წლით გა­მო­კე­ტეს. ევ­რო­პუ­ლი კვა­ლი ევ­რო­პა­ში, თამ­ბა­ქოს გავ­რცე­ლე­ბის პე­რი­ო­დად 1560 წელი ით­ვლე­ბა, რო­დე­საც ფრან­გმა დიპ­ლო­მატ­მა, ჟან ვილ­მან ნი­კომ თამ­ბა­ქო დე­დო­ფალ ეკა­ტე­რი­ნე მე­დი­ჩის – შა­კი­კის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბად გა­დას­ცა. თა­ვი­დან, თამ­ბა­ქოს კულ­ტი­ვა­ცია სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ ხდე­ბო­და. პა­რიზ­ში თამ­ბა­ქომ დიდ პო­პუ­ლა­რო­ბას მი­აღ­წია. მას „ნი­კო­ტი­ნის ბა­ლა­ხი“ უწო­დეს, ჟან ნი­კოს პა­ტივ­სა­ცე­მად. ჟან ნიკო აჩ­ვე­ნებს თამ­ბა­ქოს ეკა­ტე­რი­ნე მე­დი­ჩის მე-16 სა­უ­კუ­ნე­ში, მკურ­ნა­ლი ნი­კო­ლას მონ­და­რე­სი ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და რო­ცგორც ექი­მი, რო­მელ­მაც პირ­ველ­მა გა­მო­ი­ყე­ნა თამ­ბა­ქო უნი­ვერ­სა­ლუ­რი წამ­ლის სა­ხით, დი­ა­რე­ის, კბი­ლის ტკი­ვი­ლი­სა და ან­თე­ბის დროს. ევ­რო­პა­ში სჯე­რო­დათ, რომ მო­წე­ვა სი­ფი­ლი­სის­გან და ბო­რო­ტი სუ­ლე­ბის­გან იცავ­და. ორი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ, ექი­მე­ბი თამ­ბა­ქოს სტრე­სი­სა და დეპ­რე­სი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ იყე­ნებ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ამ მკურ­ნა­ლო­ბის გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბიც გა­მო­ავ­ლი­ნეს: დრო­თა­გან­მავ­ლო­ბა­ში, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი სის­ტე­მა ირე­ო­და და სა­ჭი­რო ხდე­ბო­და ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი სის­ტე­მის მკურ­ნა­ლო­ბაც. ევ­რო­პე­ლებს თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა­ზე, ამე­რი­კე­ლებ­თან შე­და­რე­ბით ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა ჰქონ­დათ. ისი­ნი თამ­ბა­ქოს მარ­ტო კი არ ეწე­ოდ­ნენ, არა­მედ ღე­ჭავ­დნენ, ისუნ­თქავ­დნენ, უმა­ტებ­დნენ წამ­ლებ­სა და საჭ­მელ­ში. თამ­ბა­ქო ნელ-ნელა ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი ხდე­ბო­და. მე-17 სა­უ­კუ­ნი­დან თამ­ბა­ქოს აქ­ტი­უ­რად იყე­ნებ­დნენ. ეს­პა­ნე­ლებ­მა, რო­გორც მისი აღ­მო­ჩე­ნის ავ­ტო­რებ­მა, თამ­ბა­ქოს მოყ­ვა­ნის მო­ნო­პო­ლია შექ­მნეს, სამ­ხრეთ ამე­რი­კის კო­ლო­ნი­ებ­ში. 1636 წელს და­ფუძნ­და პირ­ვე­ლი სა­ხელ­მწი­ფო თამ­ბა­ქოს კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც სი­გა­რე­ტებს აწარ­მო­ებ­და. სი­გა­რე­ტის კო­ლო­ფის გა­ჩე­ნა და მისი ევო­ლუ­ცია სი­გა­რე­ტე­ბის გა­მო­ჩე­ნას­თან ერ­თად, მისი შე­ფუთ­ვის და შე­ნახ­ვის პრობ­ლე­მა­მაც იჩი­ნა თავი. სი­გა­რე­ბი სპე­ცი­ა­ლურ ხის ყუ­თებ­ში იდე­ბო­და, რო­მე­ლიც მის ტე­ნი­ა­ნო­ბას იცავ­და. პირ­ვე­ლი შე­ფუთ­ვა ძა­ლი­ან მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი იყო. მე­ო­რე – ძა­ლი­ან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი. ასე გაჩ­ნდა პირ­ვე­ლი რბი­ლი კო­ლო­ფი, რო­მელ­ზეც გა­მო­სა­ხუ­ლი იყო ბრენ­დი და სი­გა­რე­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, და­მა­ტე­ბით გაჩ­ნდა ალუ­მი­ნის ქა­ღალ­დი (იგი­ვე „ფოლ­გა“). ამის­და მი­უ­ხე­და­ვად, შე­ფუთ­ვა მა­ინც მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი იყო. ის მალე იკუ­ჭე­ბო­და და ზი­ან­დე­ბო­და ჯი­ბე­ში. ამი­ტომ, რბი­ლი კო­ლო­ფი მუ­ყა­ოს მა­გარ­მა კო­ლოფ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა. სა­ქარ­თვე­ლო­ში თამ­ბა­ქო XVII სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს და XVIII სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში შე­მო­ი­ტა­ნეს. ეს იყო და­ბა­ლი ხა­რის­ხის წეკო. მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვა­ნი სა­პა­პი­რო­სე თამ­ბა­ქოს კულ­ტუ­რა კი ჩვენ­ში XIX სა­უ­კუ­ნის I ნა­ხე­ვარ­ში გავ­რცელ­და. პირ­ვე­ლად იგი აფხა­ზეთ­ში გა­ა­შე­ნეს, შემ­დეგ – აჭა­რა­ში და ბო­ლოს – აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს რა­ი­ო­ნებ­ში (მარ­ნე­უ­ლი, ბოლ­ნი­სი, ყვა­რე­ლი, ლა­გო­დე­ხი და სხვა). რო­გორ გაჩ­ნდა ფილტრი სი­გა­რე­ტის ფილტრი და­ახ­ლო­ე­ბით 100 წლის წი­ნათ გა­მო­ი­გო­ნეს. მისი მი­ზა­ნი იყო პირ­ში თამ­ბა­ქოს ნა­წი­ლე­ბის მოხ­ვედ­რის თა­ვი­დან არი­დე­ბა. ფილტრი ქა­ღალ­დის­გან იყო და მას სი­გა­რეტ­ში თა­ვად მწე­ვე­ლე­ბი ათავ­სებ­დნენ. 10 წლის შემ­დეგ, გა­მო­უშ­ვეს ფილტრი­ა­ნი მთლი­ა­ნი ღე­რე­ბი, რაც ბო­ლის ფილტრა­ცი­ა­საც ახ­დენ­და. 1845 წელს, ფი­ლიპ მო­რის­მა სი­გა­რე­ტე­ბის გა­მოშ­ვე­ბა ინ­გლის­ში და­ი­წყო, ხოლო 1864წელს, სი­გა­რე­ტის პირ­ვე­ლი ქარ­ხა­ნა აშშ-ში გა­იხ­სნა. 1881 წელს, ჯ. ბონ­საკ­მა გა­მო­ი­გო­ნა სი­გა­რე­ტე­ბის შეხ­ვე­ვის მან­ქა­ნა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და წარ­მო­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბა. გა­ყიდ­ვე­ბით, სი­გა­რე­ტებ­მა გა­და­უს­წრეს სი­გა­რებს. ყვე­ლა­ზე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით კი ის ომის პე­რი­ოდ­ში სარ­გებ­ლობ­და. „ჯა­რის­კა­ცის მო­სა­წე­ვი“ – ასე უწო­დებ­დნენ სი­გა­რე­ტებს, რომ­ლებ­საც მუ­ყა­ოს კო­ლო­ფით, ფილტრის და მუნდშტუ­კის გა­რე­შე უშ­ვებ­დნენ. მას „პა­პი­რო­სი“ უწო­დეს.

ambebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share