დეპუტატი ნინო წილოსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და ბინაზე მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“მახსოვს ბავშვობაში თითქმის ვერ ვხედავდი მამაჩემს, ქარხანაში მუშაობდა და ფაქტიურად ღამისთევით იყო იქ…
იშვიათ შემთხვევაში, როცა თავისუფლდებოდა გვიან ღამით მივყავდი სასეირნოდ, ბევრს მელაპარაკებოდა, ახლაც თითქმის ზეპირად მახსოვს მისი სიტყვები.
ბოლოს ჩვენი გასეირნება სრულდებოდა ერთ-ერთ შენობასთან, შემაღლებულ ადგილას შემომსვამდა და რომ გავერთე მეუბნებოდა გადმოხტი, დაგიჭერო. ზუსტად ესე ხელგაშლილი დგებოდა და მიჭერდა , მახსოვს ის შეგრძნება რაც მაშინ პატარას მქონდა – რომ უსაფრთხოდ ვარ ..
დღესაც ესე დამადგა თავზე, მიუხედავად იმისა რომ ვეხვეწეთ არ გამოხვიდე სახლიდანთქო, მაინც მოვიდა რომ ვენახე და ეთქვა რომ უსაფრთხოდ ვარ.
ალბათ მშობლის ყველაზე დიდი მისია შვილის მიმართ სწორედ ამ უსაფრთხოების შექმაა, რომელსაც არ ჭირდება არაფერი განსაკუთრებული, გარდა სიყვარულისა,
ძალიან მიყვარხარ, მა”