ექსპერტი და თეოლოგი, გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს: “ვგონებ, ადვილია იმის გააზრება თუ რა მისიით მიავლინა მინისტრი ზალკალიანი პრემიერმა ღარიბაშვილმა ანკარაში. კარგი, ვთქვათ მოახდინა ზეწოლა აზერბაიჯანზე გარეჯის საკითხში თურქეთმა და პრემიერმა ღარიბაშვილმა ბაქოდან რაღაც წამოიღო – მინიმუმ “მოლაპარაკებები გაგრძელდება” (გაცვეთილი ფრაზაა ამ საკითხზე), სანაცვლოდ რა შევთავაზეთ თურქეთს? ცხადია ,ანკარა უანგაროდ არ გაირჯება. ბოლოს ისე არ აღმოჩნდეს, რომ თურქეთს უფრო მეტი მივცეთ ვიდრე “გარეჯი საქართველოა” და ბოლო მომენტში რუსეთმა, რომელსაც ასევე უდიდესი გავლენა აქვს აზერბაიჯანზე და ბაქო კი მოსკოვითან დიდ ვალშია, პირში ჩალაგამოვლებული დაგვტოვოს. რატომ? ტერიტორიული საკითხი, განსაკუთრებით პატრიოტულ ნოტებზე, მოსკოვისთვის ნებისმიერ სახელმწიფოში “ჯოკერია” (გარეჯის საქმის კონტექსტს უხდება) დესტაბილიზაციის მოსაწყობად”.-წერს მირცხულავა.