„ეს არის საუკეთესო პროპორციული სია, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ყოფილა წარმოდგენილი“,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, ენმ-ძალა ერთობაშიას საარჩევნო სია არის კოალიციური, რომელიც შეძლებს ქვეყანა მდგომარეობიდან გამოიყვანოს.„ჩვენი სია დაკომპლექტებულია პროფესიონალი, გამოცდილი, პატრიოტი და ახალგაზრდა ადამიანებით.
სიის სათავეშია ბუბა კიკაბიძე – ადამიანი, რომელიც არც ქართველ ოლიგარქს მიეყიდა და არც ოლიგარქის რუს პატრონს.
ეს არის კოალიციური სია, რომელიც შეძლებს ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანას. ახლა, ყველანი ერთად, არჩევნებზე – 31 ოქტომბერს საქართველო ახალი დროის ათვლას იწყებს“,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, ენმ – ძალა ერთობაშიამ პარტიული სია გუშინ წარადგინა.