ხოშტარია ბერაზე: დედამისისას აჭმევენო, რომ იცინოდნენ პრინცი და იკა, ეგაა დედიკოს პატივისცემა.
” დედამისისას აჭმევენო, რომ იცინოდნენ პრინცი და იკა, ეგაა დედიკოს პატივისცემა”? პოლიტიკური მოძრაობა დროას დამფუძნებელი ელენე ხოშტარია იმედის ეთერში გასულ ბერა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება და იხსენებს ფარული ჩანაწერებიდან მონაკვეთს, სადაც ბერა ივანიშვილი ამბობს ფრაზას “დედაშენისას გაჭმევო”. “დედამისისას აჭმევენო, რომ იცინოდნენ პრინცი და იკა, ეგ არის დედის, დედიკოს პატივისცემა თურმე, თან ფული, ძალა და მთელი სისტემა რომ გიმაგრებს ზურგს. დაალაგეს ბიჭებმა მესიჯები”, – წერს ელენე ხოშტარია.
9 მარტს ტელეკომპანია იმედზე ინტერვიუსას ბერა ივანიშვილმა თქვა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, ან მის “ოჯახს შეეხება”, “აუცილებლად პასუხს მოსთხოვს”