“მე კიდევ ერთჯერ გარწმუნებთ, რომ საქართველოში მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს და არც ერთ შემთხვევაში არ იქნება დაშვებული შერჩევითი სამართალი”-არწმუნებდა ჯერ კიდევ პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტარებს.
პარალელურად კი მისი შვილი, როგორც ‘ოცნების” თავგამოდებული წარმომადგენლები გვიმტკიცებენ, არასრულწლოვანი ვერა და მოქმედი პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სხვისი შვილების დასჯას, პასუხის სათანადოდ მოთხოვნასა და გინებას, მხოლოდ იმისტომ იმსახურებდნენ, რომ ბერას შემოქმედება არ მოსწონდათ.
ივანიშვილების ოჯახიდან ქართველი ერი უამრავ ტყუილს და დაპირებასაც რომ მიჩვეულია ეს კამათის საგანი აღარ არის, მიუხედავად იმისა, რომ მათ დღემდე ჰგონიათ-საქართველოში ისე მოწიწებით ექცევიაბ, როგორც ძველად მეფეებს.
ერთია რა ჰქონიათ ივანიშვილებსა და მათი გავლენების ქვეშ მოქცეულებს, მეორე კი, რას ამბობს და როგორ აფასებს ხალხი დღევანდელ მმართველობას.
როგორ აფასებენ გურულები ბერა ივანიშვილის ფარულ ჩანაწერებს და საერთოდ რა აზრის არიან ოზურგეთელები მოქმედ ხელისუფლებაზე, ამაზე ქუჩის გამოკითხვა “მთავარმა” ჩაატარა:
– “მონის მონა, მონა, მონა, უმაღლეს სტადიაში, აი ეს არის ღარიბაშვილი. სათავეში გადაჩერებელი კაცი არაა ეს. იმ მეორეს რომ ეკითხებოდნენ, ჩუბინიძეს, იმას არ ესიამოვნა ეს. ცოტა უხერხულობა დავიჭირე მასში. ე.ი. ნაძალადევად აკეთებს. ეს მათში ზის უკვე. ღარიბაშვილის არაფერი არ გვწამს, ბაქი ბუქაა”.
– “რას ქვია სკოლის მოსწავლე სცემო? ვის გაუგია ასეთი რაღაცა? ან მშობლებმა როგორ დაუშვეს ეს? ღარიბაშვილი არის ჩვეულებრივი ვაზელინი. ამაზე ვერც მეტს ვიტყვი ვერაფერს და ვერც ნაკლებს”.
– “ბავშვებთან ასე მოქცევა როგორ შეიძლება? თუ სიმართლეა რაც იწერება, მე მაგალითად გაოგნებული ვარ ამ ხნის ქალი. ღარიბაშვილი იმას კი არ ამბობს ეს არ მომხდარაო, ძცელიაო იძახის. მე ვფიქრობ, სანამ ყველაფერი გაირკვევა, მანამ უნდა გადადგეს”.
– ‘ან ტელეფონით ვინმესთან საქმის გარჩევა და მინისტრების ჩარევა რას ნიშნავს ვერ გავიგე. დღეს ვინ პოლიტიკოსია და ვინ მომღერალი, ვერ გავიგე.
– “ყველამ უნდა გამოვიდეთ, რომ გავაპროტესტოთ ასეთი ქმედებები ქვეყანაში. ღარიბაშვილზე რა უნდა ვთქვა-ის მართლა მარიონეტია. უხეში და ხისტი პოლიტიკოსი. მისი ხელისუფლებაში მოყვანა, საშინელებაა ჩვენთვის.
– “აფერს არ ვიტყვი მაგენზე. გადასაშენებელია ყველა”.
– “ეს ხელისუფლება ნა,მდვილად წასასვლელია და უნდა მოვიდეს ისეთი ადამიანები, ვინც იზრუნებს ხალხზე და არა საკუთარ თავზე.
– “უნდა გადადგეს ღარიბაშვილი. დღევანდელი გადასახედიდან ძალიან არასწორად იქცევა”.
– “დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონის წინაშე და სულ ერთია ის ვინ იქნება”.
– “არ არის ადამიანობა, რასაც ეგენი აკეთებენ. არ არიან ნორმალურები ესენი. არც ერთი.
– “თუ დაუმტკიცდა ეს ყველაფერი, რომ არის მართალი, უნდა გადადგეს მაშინ”.
– “საქართველოს, ჩვენი სირცხვილია ესენი რომ ხელისუფლებაში არიან. რარიბაშვილი ხელს უწყობს…რომ უბრძანებს, აბა ნუ გააკეთებს დედი მისი შვილია”.
– “სხვანაირი მთავრობა გვყავს ახლა და რა გვეშველება არ ვიცი”.
– “როცა ასეთი პასუხოსმგებლობის ადამიანი აკეთებს ასეთ რამეს, ალბათ უნდა დატოვოს პოსტი. ცვლილებები გვჭირდება ქვეყანაში”.