პრემიერმინისტრის ვიზიტი ბრიუსელში დასრულებულია. ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო შეხვედრები NATO-ს შტაბ-ბინაში გამართა. პრემიერმინისტრი უკვე საქართველოშია და 11:00 საათზე მისი ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომაც გაიმართება.
NATO-ს სათაო ოფისში მოლაპარაკებების შესახებ ღარიბაშვილმა Twitter-ზე დაწერა.
“შავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლო დროინდელი განვითარება ცხადყოფს, რომ საჭიროა თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე აყვანა და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება”,-წერს ღარიბაშვილი.