გოგი წულაიას ცოლის პირველი კომენტარი

გოგი წულაიას მეუღლე, ინგა ბაბიჩაძე „ტვ პირველთან“ პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მას მისი მეუღლის უდანაშაულობის სჯერა.

„მე მჯერა ჩემი მეუღლის და იმიტომ ვარ აქ. ვერ წარმომიდგენია გოგი წულაია მოძალადე, ბოროტი. ის არის კეთილი და შინაგანად პატიოსანი ადამიანი. ის, რაც მოხდა არის ჩვენი გასარჩევი, ნაწილობრივ შვილებიც ჩაერთვებიან ამ საქმეში, არა მოსაწონ საქმეში რა თქმა უნდა. მაგრამ მე აქ ვდგავარ, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე – არა დედა და არა მეუღლე. მეც არ მომწონს ხოლმე ხშირად მისი ემოციური გამოსვლები, არის შემთხვევები, მაგრამ ამ ემოციური გამოსვლისთვის დასაჯო ადამიანი და მთელი სახელმწიფოებრივი მანქანა დაუპირისპირდეს ესე ადამიანს არ მიმაჩნია სწორად“, – ამბობსინგა ბაბიჩაძე „ტვ პირველთან“ საუბრისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share