„არ გამიგია, რომ ვინმეს „ქართული ოცნებიდან“ წასვლა უნდა და გადანაცვლება ახალ პოლიტიკურ ჯგუფში, თუმცა გზა ხსნილი აქვთ, თუ ვინმე ასე გადაწყვეტს,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ დღეს, 22 მარტს განაცხადა.
ვოლსკის თქმით, გახარიას ჯერ პოლიტიკური აქტივობისა და გუნდის შექმნის შესახებ არ განუცხადებია.
ცნობისთვის: თითქმის ერთვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია საჯაროდ პირველად გამოჩნდა და განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და პოლიტიკაში რჩება.