„არ მინდა იქამდე მივიდე, ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა, მაგრამ გამიკვირდა“, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა განაცხადა.
“მედიაში სულ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში დაბრუნდებოდა. რაკი მეკითხებით, გეტყვით, რომ იმედი მქონდა, ამას არ გააკეთებდა, რადგან ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, მე მისი ვიცე პრემიერი ვიყავი და ძალიან გამიკვირდა მისი წასვლა და ახლა კიდევ უფრო გამიკვირდა მისი მოსვლა. არ მინდა იქამდე მივიდე, ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა, მაგრამ გამიკვირდა. ჯობდა არ წასულიყო… რაკი შემობრუნდა, ესეც კითხვის ნიშნებს ბადებს. თუ შემობრუნდა, ის იქნება ჩვენი ოპიზიცია და ჩვენ მოგვიწევს ოპონირება. ერთი მხრივ, ეს საინტერესო იქნება. ვერ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნებისთვის, ეს საზიანო იქნება.
ჩვენთვის საზიანო იყო მისი წასვლა და მისი მოსვლა ჩვენთვის საზიანო არ მგონია, თუმცა გუნდშიპარლამენტში, სადაც გადაბარების პროცესში გახლდით, ყველა გაკვირვებული იყო, მეც მათ შორის პირველი და ჩენთვის ეს საზიანო ვერ იქნება. მისთვის რამდენად კარგია ეს დაბრუნება, არ ვიცი, რადგან იქნება კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს და რამდენად შეიძლება იყოს კომფორტული ეს კითხვები, არ ვარ დარწმუნებული, თუმცა წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.