ტელეწამყვანის თქმით, ეს მოსმენილი აქვს მათგან “ოცნებამდე” რომ იყვნენ ხელისუფლებაში და მთლად რუსეთის აგენტებს ეძახდნენ.
“ახლა კი ამ “კანალების” მოყვარულ ბიჭს მინდა მივმართო, “პერვი კანალი” რომ გვიწოდა, ვითომ რაღაც ქვეტექსტით: ირაკლი ბატონო, ეგენი უკვე მოსმენილი გვაქვს, თქვანამდე რომ იყვნენ ხელისუფლებაში, აი იმ ადამაიანებს ჩვენი ჩვენი შეკითხვები რომ არ მოსწონდათ, მთლად რუსეთის აგენტებს გვეძახდნენ. აქამდე თქვენ მხოლოდ “ნაციონალებს” გვიწოდებდით, როცა ჩვენი დისკრედიტაციის დავალებას იღებდით ერეკლეს მოედანზე. ახლა თქვენც რუსულ იარლიყებზე გადასულხართ. რომ გითხრათ მე პირადად-მეთქი თქვენი სიტყვები, მოგატყუებთ. თქვენ ხომ თქვენთვის საყვარელ ენაზე გააკეთეთ ეს კომენტარი. იმ კაცის მშობლიურ ენაზე გააკეთეთ ეს კომენტარი “პერვი კანალი” როცა თქვით, გავრილოვი რომაა გვარად და შამპანურის ბოკალს რომ უჭახუნებდით ორიოდე დღით ადრე, ვიდრე გავრილოვის სისხლიანი ღამე დატრიალდებოდა.
თქვენ ხომ ამ ქვეყანაში გავრილოვის ჩამოყვანას და მერე პარლამენტში მისვლას თავადაც აუნთეთ მწვანე. მერე ყველაფერი ზაქარია ქუცნაშვილს რომ დააბრალეთ. “კანალები” თქვენს გარშემო მოიკითხეთ ბატონო ირაკლი და მართლა კანალიზაციად ნუ გადააქცევთ ყველაფერს, რაც გულწრფელად გირჩევთ ისევ თქვენთვის, რომ იქნებ რამე შეისმინოთ, რომ გირჩიოთ, თორემ თქვენისთანები იმდენი მინახავს პირადად მე, ვერც კი დაითვლით. თავადაც რომ არ ახსოვთ, როდესმე მართლა იყვნენ ხელისუფებაში თუ არა.
როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია და შენ “ნაც-ქოცური” ისტერიკა გაქვს ატეხილი, მძევლის პოლიტიკურ წარმომავლობას არკვევ და გავიწყდება, რომ დატყვევებული ხალხის სიცოცხლე საფრთხეშია იმ მომენტში, იმაზე მეტყველებს, რომ შენი ცხვირის გარდა იმ მომენტში ვერაფერს ხედავ და სულ არ გადაედებს მძევლების ბედი. თავისუფალი მედია რომ არ ჰაყვდეს ამ ქვეყანას, კი ვიქნებოდით მართლა კანალიზაციაში თავისი საბჭოთა კავშირით, ასე რომ მოსწონთ ძიერთა ამა ქვეყნისა. ხოდა საქმეს მიხედეთ და თქვენს “კანალებს”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.