სასულიერო პირების კორონავირუსითინფიცირების გამო ბათუმში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი რამდენიმე დღით დაიკეტა. როგორც ტაბულას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, იოანე გორელიშვილმა უთხრა, ინფიცირებულია ორი სასულიერო პირი და ერთი მედავითნე.
მისივე თქმით, ტაძარი შაბათს საღამოს ლოცვისთვის გაიხსნება.
26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა ინფიცირების 419 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 307 პირი. ჩატარდა 29 341 ტესტი.
ინფიცირების 419 ახალი შემთხვევიდან 29 აჭარაში გამოვლინდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 279 446 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელდა 271 585 პაციენტი. გარდაიცვალა – 3 738 ადამიანი.