მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთნ დასანანი მარცხი განიცადა – 1:2.მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთნ დასანანი მარცხი განიცადა – 1:2.
პირველ ტაიმში კვარაცხელიას მიერ გატანილი გოლით გულშემატკივრების აჟიოტაჟი, მეორე ტაიმში სტუმრების მიერ გატანილმა ორმა გოლმა შეცვალა.
გთავაზობთ მორიგ წაგებულ თამაშზე ქართველი გულშემატკივრების ფეისბუკ გამოხმაურებებს:
ირაკლი ოქრუაშვილი: რასაც ფეხბურთზე ნერვიულობთ, მაგდენს ლარის კურსზე, კომენდანტის საათზე და საკუთარ თავებზე რომ ნერვიულობდეთ იქნებ გვეშველოს რამე.

გია ხუხაშვილი:
ჩვენ ვიგებთ ბრძოლას და იმდენს ვზეიმობთ, რომ ვაგებთ ომს… ასეა ყველაფერში…
ნინუცა კეკელია:
ასეთი ნაკრები რომ ჩამოვა კიდევ, ვარჯიშისას კი არა, აეროპორტშივე ჩავუქროთ შუქი …
გიორგი მშვენიერაძე:
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია!
თორნიკე გორდაძე:
შუქი კი არ უნდა ჩაექროთ ესპანეთის ნაკრებისთვის, შტურმით უნდა აეღოთ ის სასტუმრო და დაეპატიმრებინათ ყველა!… მერე დაველაპარაკებოდით ანგარიშზე… ოღონდ დღევანდელი მატჩის კი არა (ეს მოგებული გვექნებოდა), არამედ 2024 წლის თამაშის. არ შეიძლება რა ეგრე მუშაობა…
კახა გოგიძე:
უჰ, კიდეც კარგი წავაგეთ, თორემ რა შეეჩვეოდა შეუჩვეველ ლხინს?
ამირან ჭიტავა:
ფედერაციას რომ ვთხოვოთ და გამონაკლისი დაუშვას ქართველებისთვის, რომ მხოლოდ ერთი ტაიმი გვათამაშოს,არ შეიძლება?
მამუკა გამყრელიძე:
საშხაპეში წყალიც უნდა გამოერთოთ!