ფოტოზე სოფიო გურიელის საფლავი ტრაპიზონში
მოგეხსენებათ სამხრეთ კავკასიაში ახლად დამკვიდრებული რუსეთის იმპერია ოსმალეთის წინააღმდეგ ომების სერიას აგრძელებს, ომებს დიდი ენთუზიაზმით ხვდება ქართული საზოგადოება, რადგან ოსმალეთის მიერ წართმეული საქართველოს ისტორიული მხარეების დედასამშობლოსთან დაბრუნების იმედი აქვს, მაგრამ ოსმალეთთან ომების წარმოებასთან ერთად ცარისტული ხელისუფლება უფრო ძლიერად მკვიდრდებოდა სამხრეთ კავკასიაში და ქართული სამეფო-სამთავროების თვითმმართველობას აუქმებდა, ამ მხვრივ უნდა აღინიშნოს 1806-1812წწ. ომი რომლის მიმდინარეობისას ცარისტულმა ხელისუფლებამ გააუქმა იმერეთის სამეფო, ასევე აღსანიშნავია 1828-1829წწ. ომი რომელსაც გურიის სამთავროს გაუქმება მოჰყვა. რუსეთისა და ოსმალეთის დაპირისპირებამ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და რუსეთის იმპერიის სწრაფვამ, უპირატესი გავლენა მოეპოვებინა ოსმალეთზე, რუსეთ-ოსმალეთის ახალი ომი გამოიწვია. ომი 1828 წელს დაიწყო და 1829 წლამდე გაგრძელდა. რუსეთ-ოსმალეთის ომი თავიდანვე ორ ფრონტზე ბალკანეთსა და სამხრეთ კავკასიაზე დაიწყო.
ვიდრე მამია გურიელი ცოცხალი იყო გურიაში სიმშვიდე სუფევდა, მაგრამ 1828 წელს მამია გურიელი გარდაიცვადა და მდგომარეობა შეიცვალა, ტახტის მემკვიდრის მცირეწლოვნების გამო, საქმეში რუსეთის იმპერია ჩაერთო, სამთავროს მართვა დაევალა სპეციალურად შემდგარ საბჭოს დედოფალ სოფიოს მეთაურობით. საბჭოს შექმნა დედოფალს არ მოეწონა ის სამთავროს გაუქმების საშიშროებას ხედავდა, უკმაყოფილო დედოფალმა ოსმალებთან დაიწყო ურთიერთობა და იქ მყოფ თავადებთან გააბა კავშირი, გურიის სამთავროში ორი დაჯგუფება შეიქმნა. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მოწინავე თავადების მეთაურობით რუსეთის ორიენტაციას ირჩევდა, უმცირესობა კი თავად მაჭუტაძის მეთაურობით ოსმალური ორიენტაციის მომხრე იყო.
სოფიომ და მისმა თანამოაზრეებმა აჯანყების მომზადება დაიწყეს გამოჩნდა შეიარაღებული რაზმები, დაიწყო ციხეების გამაგრება. ომის მოახლოებისას გენ. გესეს წესრიგი უნდა დაემყარებინა მთელს დასავლეთ საქართველოში და ზომები მიეღო რათა ოსმალებს დესანტის გადმოსხმის საშუალება არ მისცემოდათ, გენერალ გესემ ფოთის აღება გადაწყვიტა რათა დასავლეთ საქართველოში ოსმალების გავლენა მოესპო. ჯერ კიდევ 1806-1812წწ. რუსეთ ოსმალეთის ომის შემდეგ, ფოთი ოსმალების შემადგენლობაში დარჩა, რამაც გურიის სამთავროს თვითმმართველობა გაუხანგრძლივა და გაუქმებას გადაარჩინა რადგან, ფოთის დაკარგვის შემდეგ, რუსების პოზიციები შავ ზღვაზე შესუსტდა, ასეთ სიტუაციაში კი ცარიზმს ადგილობრივი გურიის მთავრის კეთილგანწყობა სჭირდებოდა.
1828 წლის დასაწყისში გენ. გესე მცირერიცხოვანი რაზმით ქუთაისიდან ფოთისაკენ დაიძრა და ქალაქის აღებას შეუდგა, 12 დღის განმავლობაში ფოთის ციხე ალყაშემორტყმული იყო, 15 ივლისს ციხის გარნიზონი ასლან ბეგის მეთაურობით რუსებს ჩაბარდა. ფოთის აღება ძირითადად განაპირობა სამეგრელოს მთავარმა დადიანმა და გენერალ-მაიორმა ნიკო ბაგრატიონმა, რომლებიც ციხისთვის გამართულ ყველა ბრძოლაში მონაწილეობდნენ თავისი ლაშქრით.
ფოთის აღების შემდეგ გენ. გესემ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია გურიის სამთავროს. სოფიომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მიიხრო და თავადი მაჭუტაძე ბათუმში გაგზავნა, ოსმალებთან მოლაპარაკება დაიწყო სამთავროს შენარჩუნების მიზნით, სოფიოს თურქული ორიენტაცია აშკარა გახდა. პასკევიჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს ნესელროდს აცნობა, რომ დედოფალმა, ოსმალებთან ურთიერთობა დაამყარა და მისგან საჩუქრები მიიღო, ერთგულების ნიშნად თავისი ასული ნაზიბროლა და გამოჩენილ პირთა შვილები ოსმალებს მძევლად მისცა. ასეთ რთულ ვითარებაში პასკევიჩი ითვალისწინებდა, რომ გურიის ტახტის მცირეწლოვანი მემკვიდრე და სოფიო ოსმალეთში თუ წავიდოდნენ, გურია რუსეთს უნდა დაეკავებინა და სათანადო მმართველობა დაემყარებინა, გურიის სამთავროს ბედი განწირული იყო. 1828 წლის ივლისში სოფიომ აშკარად მიიღო ოსმალთა ქვეშევდომიბა, მას სულთნისაგან უხვი საჩუქრები მოუვიდა, ოსმალთა 20 ათასიანი კორპუსი გურიის საზღვრებთან იკრიბებოდა. პასკევიჩმა დაინახა, რომ გურიაში სერიოზული საფრთხე შეიქმნა და მოსახლეობას სპეციალური მიმართვა გაუგზავნა, ის ხალხს იმპერატორის უზენაესობასა და ძლიერებას ახსენებდა, პასკევიჩმა ადგილობრივ მოსახლეობას, რუსეთის იმპერიის ერთგულ თავადებთან შემოკრებისაკენ მოუწოდა. მიმართვამ სერიოზული გავლენა მოახდინა ხალხზე თავადების ნაწილმა დედოფალი სოფიო მიატოვა. გრიგოლ გურიელმა, გოგი, სიმონ და ვახტანგ ერისთავებმა შემოიკრიბეს თავიანთი ერთგული გლეხები და რუსეთის ჯარს შეუერთდნენ ჩოხატაურში. სოფიოს დასაცავად საქმეში აჭარის ბეგი ახმედ ბეგ ხიმშიაშვილი ჩაერია, ის მოითხოვდა, რომ რუსეთის მხარეზე გადასული თავადაზნაურები ისევ სოფიოს მიმხრობოდნენ, ხოლო ურჩობის შემთხვევაში თავდასხმით ემუქრებოდა მათ.
დედოფალი სოფიო ვიდრე ოსმალეთში წავიდოდა დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს 1828-1829წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომის მსვლელობას, როდესაც რუსეთმა ფოთი, ახალციხე, ყარსი, არტაანი აიღო სოფიო დარწმუნდა ოსმალეთის სისუსტეში. მიხვდა, რომ ოსმალების მას ვერ დაეხმარებოდნენ და პასკევიჩს აცნობა, რომ ნანობს თავის მოქმედებას, ხოლო პატიების შემთხვევაში სოფიო ვალდებულებას იღებდა, რომ იგი თავისი ძალებით აიღებდა ქობულეთსა და ბათუმმს. პასკევიჩმა დედოფალს ორ კვირიანი ვადა მისცა, რომ ლაშქრობა დაეწყო, ხოლო თუ აღნიშნულ დროში ლაშქრობას არ დაიწყებდა გენ.გესე გურიას დაიკავებდა.
დედოფალმა ვერ შეძლო თავისი ვალდებულების განხორციელება, ვადის ბოლო დღეებში სოფიო სოფ.მაკვანეთში ოსმალთა საზღვრებთან გადასახლდა და ქონებაც თან გადაიტანა. 30 ოქტომბერს გენ.გესე გურიაში შემოვიდა ჯარით მოსახლეობის უკმაყოფილება რომ არ გამოეწვია, წინასწარ განაცხადა, რომ სოფიო გურიელის დასახმარებლად მიდიოდა, ბათუმზე სალაშქროდ. გესემ დედოფალი ოზურგეთში მიიწვია ლაშქრობის გეგმის გასაცნობად.
ზოგიერთი ცნობის მიხედვით, სოფიო თანახმა იყო გესესთან გამოცხადებულიყო, მაგრამ თავადების გარკვეულმა წრემ ის დაარწმუნა, რომ რუსებს მისი დაჭერა სურდათ, სოფიო გურიელი 8 თავადითა და 56 მსახურით 1 ოქტომბრის ღამეს ოსმალეთში გაიქცა.
რუსულმა ჯარმა გურია მდინარე ჩოლოქამდე დაიკავა სოფიოს ყველანაირი უფლება ჩამოერთვა გურიაში. გურიის მმართველობისთვის შეიქმნა დროებითი საბჭო, რომლის თავმჯდომარე იყო პოლკოვნიკი. კოლიაბეკი, დროებითი საბჭო გურიას მართავდა მცირეწლოვანი დავითის სახელით, რომელიც ამ დროს ოსმალეთში იყო მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება ჰქონდა.
1829 წელს სოფიო ოსმალეთში გარდაიცვალა, სამთავროს ტახტის მემკვიდრე დავითი უფლებაჩამორთმეულად გამოაცხადეს და გურია სამუდამოდ რუსეთის იმპერიას დაუმორჩილეს. რაც შეეხება სამთავროს ტახტის მემკვიდრე დავითს, კავკასიის მხედრობის თხოვნით და მეფის ნებართვით 1832 წლის 15 სექტემბერს მამია გურიელის შვილი დავითი და ოსმალეთში, გაქცეული თვადთა ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. დავითმა სამხედრო განათლება პეტერბურგში მიიღო. 1839 წელს იგი მოკლეს დაღესტანში, ზხულგოს იერიშის დროს.
რაც შეეხება საომარ მოქმედებს, 1828 წელს რუსების არმიამ გადალახა მდინარე პრუტი და მოლდოვას სამთავრს ტერიტორიაზე შევიდა. რუსებმა დაიკავეს იასი და ბუქარესტი. 1829 წელს რუსულმა არმიამ აიღო ძლიერი ციხე-სიმაგრეები სულმა და სილისტრია. 1829 წელს რუსებმა გადალახეს ბალკანეთის მთები და უბრძოლველად შევიდნენ ადრიანოპოლში. რუსებმა წარმატება მოიპოვეს ჩრდილო შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში. 1828 წელს რუსულმა არმიამ დაიკავა ანაპა, ყარსი, ახალციხე და ბაიაზეთი. 1829 წლის 2 სექტემბერს ადრეანოპოლში რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება, რისი ძალითაც რუსეთმა მიიღო მდინარე დუნაის დელტა. საზღვარი რუსეთსა და ოსმალეთს შორის ევროპაში კვლავ მდინარე პრუტზე უნდა დარჩენილიყო. რუსეთის ჯარს უნდა დაეტოვებინა ომის დროს დაკავებული ახალციხის საფაშოს სამხრეთი ნაწილი ყარსი, ბაიაზეთი და არზრუმი. ადრიანოპოლის ზავის მეოთხე მუხლი შეეხო საქართველოსაც კერძოდ საქართველოს შემოუერთდა, ახალციხე და ახალქალაქი ისტორიული მესხეთის ნაწილი. 1828-1829 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, როცა რუსეთის ჯარებმა ქ.ახალციხე აიღეს და სამცხე-ჯავახეთის ერთი ნაწილი შემოიერთეს, ადგილობრივი მაჰმადიანი ქართველები ოსმალეთში გადასახლდნენ, რასაც განსაკუთრებით შეუწყო ხელი მეფის ხელისუფლებამ. კავკასიის მთავარმართებელმა ი. პასკევიჩმა (1827-1831) მათ საცხოვრებელ ადგილებში 1830 წ. ოსმალეთიდან 30 ათასამდე სომეხი ჩამოასახლა, რომელიც ცარიზმის დასაყრდენი უნდა ყოფილიყო მხარეში. სამცხე-ჯავახეთში იმაზე მეტი სომეხი გადმოსახლდა ვიდრე განსაზღვრული იყო, დღის წესრიგიდან მოიხსნა ამ მხარეში კაზაკების ჩამოსახლების საკითხი. იმავე 1830 წ. ოსმალეთიდან ბერძნებიც ჩამოასახლეს, ასევე ქვემო ქართლში ჩაასახლეს ირანიდან და თურქეთიდან 1827-1829წწ.
შემდგომ პერიოდში დარჩენილი სამთავროების გაუქმების ჯერი დადგა, ცარისტულმა ხელისუფლებამ, სამეგრელოს სამთავრო გააუქმა 1857წ. სვანეთის სამტავრო 1857წ, ხოლო აფხაზეთის სამთავრო 1864 წელს.
შ. მეგრელიძე, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიიდან, გვ. 55-57
ს. კაკაბაძე ,, ქართველი ხალხის ისტორია 1783-1921 წ”