ჩემი ხედვა არის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს. რაც შეიძლება მინიმალური ბიუროკრატია, როგორც ცენტრალური მთავრობის დონეზე, ასევე რეგიონების დონეზე, სწრაფი გადაწყვეტილებები და ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა.
სახელმწიფო, ბიზნესი, მოქალაქე – ეს სამი სუბიექტი უნდა გავერთიანდეთ. დღეს არის გაერთიანების დრო, ბატონებო, იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მძიმე კრიზისიდან. “- პრემიერმინისტრი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას სიტყვით გამოდის.