ლარი კვლავ გაუფასურდა – ეროვნული ბანკის ახალი მონაცემებით, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კვლავ გაუფასრუდა.
- 1 აშშ დოლარის ღირებულება – 3,4118 ლარია;
- 1 ევროს ღირებულება კი – 4,0044.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალიდან შევა.
ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე რეზერვებიდან თანხა არაერთხელ გაყიდა, მიუხედავად ამისა კურსის დასტაბილურება ვერ ხერხდება.
რაც შეეხება კომერციულ ბანკებს:
- “თიბისიში” 1 ამერიკული დოლარი 3.4700 ლარი ღირს, ხოლო 1 ევრო – 4.0920
- “საქართველოს ბანკში” – 1 დოლარი 3.4400 ლარი ღირს, ხოლო 1 ევრო – 4.0420.