ჩვენმა მთავრობამ ამათ გასაყრელად არაფერი გააკეთა, სამაგიეროდ, ჩვენმა მოქალაქეებმა ხელში სადავეები აიღეს და ასე გააპანღურეს ქვეყნიდან ჩვენი ოკუპანტები, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რითაც რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოდან დაგეგმილზე ადრე წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
„დღეს არსებობს ორი სახელი ან პოზნერი ან დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქე. ყველა, ვინც რუსულ ოკუპაციას ამართლებს, არის პოზნერი და გავრილოვი, ყველა, ვინც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და დამოუკიდებლობას იცავს, ის არის საქართველოს ღირსეული მოქალაქე. თუ ბასა ფოცხიშვილი პოზნერის გვერდით იყო, მე არ მინახავს, ის არის ჩვეულებრივი პოზნერი. მესმის, მეგობრობა, პარტნიორობა, თუმცა, დღეს როცა შენი ქვეყნის ოკუპაციას არ აპროტესტებ, ხარ ოკუპანტი. რაც შეეხება ამათ წასვლას, ეს დისკომფორტი არ არის ჩვენი მხრიდან, ეს არის ჩვენი მოვალეობა, პანღური, რომელიც უნდა ამოვარტყათ და პანღურით უნდა გავისტუმროთ საქართველოდან. ზუსტად 11 სააათის წინ დაიწყეს სიმბოლურად თავისი დაბადების დღის აღნიშვნა და ზუსტად 11 საათში საქართველოს მოქალაქეებმა გასცეს პასუხი. აი ასე, საქართველოდან ჩვენი ქვეყნის ყველა ოკუპანტი, ჩვენი ქვეყნის მტერი იქნება გაპანღურებული. ჩვენმა მთავრობამ ამათ გასაყრელად არაფერი გააკეთა, სამაგიეროდ, ჩვენმა მოქალაქეებმა აიღეს ხელში სადავეები და ასე გააპანღურეს ქვეყნიდან ოკუპანტები“,- განაცხადა გიორგი ჩალაძემ.