ცივი სეზონის მოსვლასთან ერთად ყოველდღიურობაც რთულდება. ხარჯი საგრძნობლად იზრდება. 78 წლის ნონა კაჭარავას ერთადერთი შემოსავლის წყარო პენსიაა. 220 ლარი თვეში , ანუ მედიკამენტების და პროდუქტების შესაძენად დღეში 7 ლარი აქვს.
გაძვირებული ცხოვრების პირისპირ დარჩენილი მარტოხელა პენსიონერი პროდუქტებს უკვე ცალობით ყიდულობს.
სად მიგვიყვანა ქართული ოცნების პოლიტიკურმა ეკონომიკამ? პანდემიის შედეგად ისედაც გაძვირებული პროდუქტების ფასებმა კიდევ უფრო მოიმატა. მარცვლეული 7%-თ , ,შაქარი 6.7% ით , ზეთი კი 20 -30 %-ით გაძვირდა. ორნიშნა ინფლაცია ყველა მოქალაქის ჯიბეს შეეტყო. ეს რეალობა ყველაზე კარგად ბაზარში აისახება. მომხმარებელი პროდუქტებს ვეღარ ყიდულობს და მოვაჭრეებსაც საქონელი დახლებზე რჩებათ.
საქართველოში ხორბლის 100-ივე პროცენტი რუსეთიდან შემოდის. მსოფლიო ბაზარზე ხორბლის და მათ შორის რუსული ხორბლის ფასი ივნისში 215 დოლარამდე გაიზარდა. მთავრობამ, პანდემიის დროს გაღარიბებული მოსახლეობის დასამშვიდებლად ხორბლის ფასის დროებითი სუბსიდირება მოახდინა. შვეიცარია- საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი- ნონა მამულაშვილი თვლის რომ ეს სუბსიდირება ჩვენი ჯიბის ხარჯზე მოხდა და უფრო მეტიც, არჩევნების შემდეგ ხორბალზე ფასი აუცილებლად გაიზრდება.
მთავრობა პურის მცხობელებს არჩევნებამდე ფასის გაზრდის უფლებას არ აძლევს. ექსპერტების აზრით ფასის შენარჩუნება ხდება მოგების შემცირების ხარჯზე. ძალიან ბევრი წარმოება აღარ მუშაობს, მუშაობს ის, ვინც ამ ხარჯების ზრდას უძლებს“ .
ადრეულ შემოდგომაზე ხილსა და ბოსტნეულზე ფასები დიდად არ გაზრდილა, თუმცა როგორც კი იმპორტირებულ პროდუქტებზე დამოკიდებული გავხდებით რა თქმა უნდა ფასებიც გაიზრდება ეს კი მოსახლეობასა და ბიზნეს მძიმე ტვირთად დააწვება. “საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის” თავმჯდომარე , ივა ჭყონია თვლის რომ მთავრობის ამჟამინდელი ეკონომიკური პოლიტიკა არ ამართლებს.
მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგად გაუფასურდა ლარი, საწვავზე კი ფასები გაიზარდა. ხორბლისგან განსხვავებით საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასს არ მოუმატია , საქართველოში ფასების გაზრდა არა – საერთაშორისო ბაზარზე არსებულმა ტრენდმა, არამედ სწორედ ლარის გაუფასურებამ გამოიწვია.
გაერთიანებული ოპოზიციის ეკონომიკური რეფორმების ხელმძღვანელი, ირაკლი ყიფიანი ერთმანეთს ორ განსხვავებულ საქართველოს ადარებს. 2004-2012 წლებში, საქართველოში 10 ზე მეტი ქალაქი და ტურისტული ზონა გაშენდა, 2013 – 2020 წლებში კი არცერთი. სააკაშვილის მმართველობისას გაიხსნა 4 აეროპორტი, ივანიშვილის დროს – არცერთი.
ტურიზმი პანდემიამ იმსხვერპლა. აშკარაა, რომ ახლა ახალი ინოვაციების, მაშტაბური გეგმებისა და ინვესტიციების დროა.
რეფორმების არარსებობა და დაკარგული 8 წლის შედეგია , ის საქართველო , რომელშიც დღეს გვიწევს ცხოვრება 1 მილიონი ადამიანი სახელმწიფოს დღეში 2 ლარიან დახმარებას სთხოვს, 500 000 ადამიანი საკვებს ნასესხები ფულით ყიდულობს. ქართველი ევროპელთან შედარებით 10 წლით ნაკლებს ცოცხლობს.