შინაგამ საქმეთა სამიმისტროს ინფორმაციით, დღეს, ოზურგეთში, გრობოედოვის ქუჩაზე მდებარე სარიტუალო დარბაზის მფლობელი შპს 10 000 ლარით დააჯარიმეს. თუმცა, ამ ინფორმაციის ოფიციალურად გავრცელებამდე რამდენიმე წუთით ადრე, შპსს ერთ_ერთი მფლობელი, ნათია ღლონტი სოციალურ ქსელში პოლიციაში ყოფნის ამსახველ ფოტოს ავრცელებდა და ამტკიცებდა, არავის დავუჯარიმებივარო.
როგორც ჩანს, მეწარმეს, რომელიც ოზურგეთის მერის მოადგილის თანაკლასელია და მუდმივად იმარჯვებს სხვადასხვა ტენდერებში, ეგონა, რომ კანონის დარღვევა შერჩებოდა მაშინაც კი, როცა ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი სწორედ სარიტუალო სუფრებს უკავშირდება. იმის ნაცვლად, რომ თავი უხერხულად მაინც ეგრძნო, საზოგადოებას, როგორც შსს_ში გვითხრეს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
” ჯარიმა იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე მე-10 პრიმა მუხლის შესაბამისად დაიწერა” _ გვითხრეს პრესსამსახურში და განმარტეს, რომ ჯარიმის ოდენობამ 10 000 ლარი შეადგინა.
როგორ მოახერხა ღლონტმა ერთ_ერთ ყველაზე დახურულ უწყებაში ტელეფონის შეტანა, როცა სამოქალაქო პირებს ამის უფლება არ აქვს ეს კიდევ ცალკე საკითხია, როგორც ის, რომ პოლიციაში პოზირების საშუალებაც ჰქონდა, თუმცა ფაქტი ერთია _ შსს_ს თქმით, შპს
10 000 ლარით დაჯარიმდა და შესაბამისი ოქმიც ჩაბარდა.
იმედია, ეს ფაქტი სხვებისთვისაც მაგალითი იქნება და იმ პასუხისმგებლობას იგრძნობენ, რაც ქვეყნის და თანამოქალაქეების წინაშე ყველას გვაკისრია და ღლონტის მსგავსად არასწორ ინფორმაციასკი არ გაავრცელებენ, რეგულაციებს და გარშემო მყოფებს დაიცავენ.