ქმედებები გაცილებით მეტს ამბობენ ჩვენზე, ვიდრე სიტყვები. რეალურად, ადამიანები გვაფასებენ იმის მიხედვით, თუ როგორ ვიქცევით.
ყოველივეს გათვალისწინებით, ფსიქოლოგებმა შეადგინეს სია იმ ქმედებების, რომლებიც მიუთითებენ, რომ ადამიანი ინტელექტუალია და მას თავისი ინტელექტის დასამტკიცებლად სიტყვები არ სჭირდება.
1. ხართ პუნქტუალური, შეხვედრებზე თითქმის არასოდეს იგვიანებთ – ეს ერთ-ერთი საუკეთესო ინდიკატორია ადამიანის ინტელექტის. მან იცის, რომ უნდა გაუფრთხილდეს როგორც საკუთარ, ასევე სხვის დროს და ცდილობს გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ არ დაიგვიანოს მნიშვნელოვან შეხვედრებზე. ვიცით, რომ ქუჩაში საცობებია, მაგრამ ეს თავიდანვე უნდა გაითალისწინოთ და ეცადოთ შეხვედრაზე ადრე წახვიდეთ.
2. ინტელეტუალმა ადამიანმა იცის, როგორ ჩაიცვას სიტუაციის შესაბამისად – სტილის შერჩევას, რა თქმა უნდა, ინტელექტი სჭირდება. უნდა იცოდეთ, როგორ შეხვედრაზე მიდიხართ და ჩაიცვათ შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეხვედრაზე თავს არაკომფორტულად იგრძნობთ და დაძაბული იქნებით. ინტელექტუალი ადამიანი აუცილებლად გამონახავს მცირე დროს იმისთვის, რომ გაიგოს, როგორი „დრესკოდია“ მიღებული ამა თუ იმ შეხვედრისთვის და ჩაიცვამს შესაბამისად.
3. ინტელექტუალი იმახსოვრებს დეტალებს – ნამდვილ ბედნიერებას ის ადამიანები პოულობენ, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დეტალებზე არიან ორიენტირებულები. გარდა იმისა, რომ დეტალებზე ორიენტირება თქვენი წარმატების წინაპირობაა, ასევე სხვების თვალში ინტელექტუალ ადამიანად წარმოგაჩენთ, რომელსაც შეუძლია ისეთი რაღაცების შემჩნევა და დამახსოვრება, რისი უნარიც სხვებს არ აქვთ.
4. ადამიანის ინტელექტზე მიუთითებს მისი გარემო, სამუშაო მაგიდა, მისი საძინებელი – გინახავთ ვინმეს სამუშაო მაგიდა, ან შესულხართ ვინმესთან სახლში და გიფიქრიათ, „რა მაგარია, ეს ადამიანი ძალიან საინტერესო, საოცარი ჩანს“. ის, თუ როგორია ადამიანის სივრცე, გარემო, რომელშიც ის ცხოვრობს, ძალიან ბევრს ამბობს მის შესახებ, ვიგებთ მის ინტერესებზე, მისი მოტივაციის წყაროზე და რასაკვირველია, მის ინტელექტზე.
5. ფეხსაცმელი – ნუ იქნებით გაკვივრებულები ამ პუნქტის წაკითხვისას. დიახ, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ფეხსაცმელი ადამიანის ინტელექტზე მეტყველებს. ეს არ ნიშანსვს, რომ უნდა წახვიდეთ და ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმელი უნდა შეიძინოთ. მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის სტილი. ის ბევრს ამბობს ადამიანის შესახებ. ფეხსაცმლით ადამიანის პიროვნული მახასიათებლების გარკვევაა შესაძლებელი.
6. ადამიანის ინტელექტი შეიძლება მისი პირადი კომპიუტერის ეკრანითაც განსაზღვროთ – გაშინებთ ის, რომ თქვენი „დესკტოპი“ შესაძლოა ვინმემ ნახოს? თუ ეკრანზე ფაილები გამუდმებით მიყრილ-მოყრილია, ეს მიუთითებს, რომ არაორგანიზებული ადამიანი ხართ. წარმოიდგინეთ, ნახეთ ვიღაცის კომპიუტერის ეკრანი, რომელზეც ფაილები დალაგებულია, ყველა ფაილს თავისი სახელი აქვს და მარტივია საჭირო ფაილის მოძებნა, რას გაიფიქრებდით ამ ადამიანის შესახებ?
7. ფულის ბრძულად ხარჯვა – იმას, თუ ვისთან ერთად, როდის, სად და რაში ხარჯავთ ფულს, დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი, როგორიც პიროვნების გამოცნობის თვალსაზრისით, თქვენი ინტელექტის განსაზღვრის კუთხით. თუ ფულს უსარგებლო ნივთებში ხარჯავთ, ან აზარტულ თამაშებს ახმართ მთელ ქონებას, ან ყოველ დღე ტანსაცმლის საყიდლად მიდიხართ და ყიდულობთ ისეთ სამოსსს, რომელსაც არასოდეს ჩაიცვამთ, ვერ ვიტყვით რომ ჭკვიანი ხართ და ფულის ბრძულად ხარჯვა შეგიძლიათ.
8. ადამიანის ინტელექტზე მეტყველებს ისიც, თუ როგორ შეუძლია მას დროის განაწილება – დროის მენეჯმენტი ინტელექტის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. ბრძენ ადამიანს შეუძლია დრო ისე გადაანაწილოს, რომ ყველაფერი მოასწროს. შეძლოს, იყოს წარმატებული სამსახურში, იყოს მზრუნველი მშობელი, არ მოაკლოს ყურადღება საყვარელ ადამიანს და მეგობრებთან გართობისთვისაც გამონახოს დრო.
9. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანის ინტელექტზე მეტყველებს ისიც, თუ რა საკვებს მიირთმევს – ინტელექტუალმა ადამიანმა იცის, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია, ხოლო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია სწორი კვება. ის ცდილობს ყოველთვის ჯანსაღი პროდუქტები მიირთვას.
10. და ბოლოს, ადამიანის ინტელექტის ხარისხზე მისი სამეგობრო წრე მიუთითებს – მეგობრებს დიდი გავლენა აქვთ ჩვენზე. ის, თუ როგორი სამეგობრო წრე გყავთ თქვენს ღირებულებებზე და ინტელექტზე მიუთითებს. მეგობრები, როგორც წესი, გარკვეულწილად ჰგვანან ერთმანეთს. აქვთ საერთო ღირებულებები, მსგავსი მსოფლხედვა. თუ თქვენი მეგობრები მიზნის მიღწევაზე ორიენტირებული, მოტივირებული ადამიანები არიან, რომლებიც მუდამ თვითგანვითარებებაზე ზრუნავენ, თქვენც დიდი ალბათობით მათ ჰგავხართ და სწორედ ამიტომაც ხართ მეგობრები და ეს ნებისმიერ სიტყვებზე უფრო მეტად აჩვენებს დანარჩენებს თქვენს სიბრძნესა და ინტელექტის ხარისხს.