ისრაელში დასაქმების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაცია დღეიდან შეეძლებათ

ისრაელში ლეგალურად დასაქმების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაცია დღეიდან, 12 აპირილიდან შეეძლებათ. მსურველები პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ უნდა დარეგისტრირდნენ. პროცესი კი მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება.

ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1 წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი. დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 

  • მინიმუმ საშუალო სკოლა დამთავრებული;
  • უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული „სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის“ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი, ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
  • უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ასაკი: 25-დან 45 წლამდე;
  • ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;
  • ნასამართლეობის არმქონე;
  • ისრაელში მუშაობის ისტორიის არმქონე;
  • არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;
  • არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;
  • კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID-19-ის ტესტი საქართველოში;
  • კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის და სხვა ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share