ირაკლი კობახიძე აშშ-დან ბრიუსელში გაემგზავრება და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება. ამის შესახებ “პალიტრანიუსის” ეთერში “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ისაუბრა.
კითხვაზე, ხომ არ იგეგმება ბრიუსელში ვიზიტისას ირაკლი კობახიძისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეხვედრა, მიქანაძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე პირველ პირებთან გამართავს შეხვედრებს.
მე არ ვიცი ვისთან არის დაგეგმილი. ეს საკითხები პროტოკოლურად არის მოგვარებული. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი პირველ პირებთან არის. შარლ მიშელის გარდა, იქ სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან იქნება შეხვედრები, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი პოზიციები წარმოვაჩინოთ იმ დოკუმენტთან მიმართებაში, რომლის თაობაზეც დარწმუნებული ვარ დანიელსონმა ამომწურავი ინფორმაცია ჩაიტანა, – ამბობს მიქანაძე.