“ოცნების” ყოფილი წევრი, რომელიც 2016 წელს პარტიიდან ოზურგეთის მერ, კოტე შარაშენიძესთან და პარტიის კიდევ რამდენიმე დამფუძნებელთან ერთად, ფაქტობრივად უმიზეზოდ გარიცხეს, ამჯერად ოზურგეთის მერის წარმომადგენელი ნატანების თემში, ამირან ბაქანიძე, დღეს ნამახვანჰესის ირგვლვ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:
“მუდამ მიკვირდა სირიის პრეზიდენტის და საკუთარ თავს ვეუბნებოდი რად უღირს ასეთი ვ პრეზიდენტობა ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო მეთქი? ეხლა კი? ეხლა კი მიკვირს ჩვენი ხელისუფლების. რად უღირთ ასეთი ჰესი? რად უღირთ ასეთი ინვესტიცია? რად უნდათ ასეთი ელექტრო ენერგია? რად უნდათ ასეთი თანამდებობა? ვისთვის ან რისთვის გინდათ? თუკი ამხელა პროტესტია საზოგადოებისგან, უბრალო, ალალი, გულანთებული, სამშობლოზე შეყვარებული ხალხისგან. (ხაზგასმით ავღნიშნავ: უბრალო მოსახლეობისგან და არა თანამდებობას მოწყურებული ზოგიერთი ვაი პოლიტიკოსისაგან) თქვენ ხომ იმისთვის არ გამოგიცხადათ ხალხმა ნდობა ოთხი წლის ვადით რომ მერე მიწები გაუსხვისოთ 99 წლის ვადით. თანაც ყველაფერს ხომ მნიშვნელობა აქვს ამ სამყაროში? ჰოდა იმასაც მნიშვნელობა აქვს ვისზე გაასხვისეთ!!!? იმასაც ხომ მნიშვნელობა აქვს 150 დღის განმავლობაში, ზამთარში, ქარში, წვიმაში, თოვლში, ყინვაში შენი მოქალაქეები, შენი ქვეყნის შვილები, შენი მომავალი თაობა და უბრალოდ უფლის შვილები შენი უგუნური, გაუაზრებელი და გაუმართლებელი გადაწყვეტილების გამო ღია ცის ქვეშ რომ ათევენ ღამეს!!! შენ კი ამ დროს სადა ხარ!!!!????შენ ამ დროს მათთან დასალაპარაკებლადაც კი არ მიდიხარ!!!?????? ქართველ დედას უყურებთ დაჩოქილს და არც კი გრცხვენიათ???!!! ბოლოს და ბოლოს პატიოსანი ჯვარის შეურაცხყოფაც არაფერია თქვენთვის???!!!! აღარც უფლის არსებობის გჯერათ????? რა გითხრათ ამაზე მეტი???? რა გითხრათ იმათზე მეტი და იმათზე უკეთესად რასაც ქართველი ხალხისგან რიონის დამცველებად წოდებული ვაჟკაცები გეუბნებიან!!!! ვინ ხართ თქვე უბედურებო რა ჯიშის ხართ? მხოლოდ შეძახილი “პოლიხრონიონ” რომ გაკლიათ ვერ ხედავთ???!!! ვერ ხედავთ ამას??!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!“- წერს ბაქანიძე.