ბათუმში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს თავს დაესხნენ.
პარტიის წევრებს დილით ოფისის შუშის კარი ჩამტვრეული დახვდათ. ჯერჯერობით უცნობია, წაიღეს თუ არა რაიმე პარტიის ოფისიდან.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
როგორც ფორმულას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.