შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამართულ ღონისძიებაზე, ევროკავშირმა პროექტის განმახორციელებელ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად, შსს-ს სასაზღვრო პოლიციას მაღალი გამავლობის 30 ავტომანქანა გადასცა. ავტომანქანები უფრო დიდი, 40-ერთეულიანი პაკეტის ნაწილია 10 ავტომობილი უკვე გადაცემულია.
IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის სანია ჩელებიჩ ლუკოვაცის თქმით „დღევანდელი ღონისძიება არის იმ მნიშვნელოვანი შესყიდვების პროცესის გაგრძელება, რომელსაც IOM ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს საზღვრის მართვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ბოლო 10 წლის მანძილზე ახორციელებს”.
აღნიშნული პროექტი, რომლის ბიუჯეტია 6 მილიონი ევრო (24 მილიონი ლარი), წარმოადგენს უფრო ფართო – ევროკავშირის უსაფრთხოების, ანაგრიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE) პროგრამის ნაწილს.