კუბაზე კასტროების მმართველობის 60-წლიანი ეპოქა სრულდება.
რაულ კასტრო კუბის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. გაერთიანების მორიგ ყრილობაზე, 89 წლის ლიდერმა განაცხადა, რომ მზად არის, ხელმძღვანელობა ახალგაზრდა თაობას გადაულოცოს, რომელიც “პარტიის იდეალებისადმი სიყვარულითა და ანტიიმპერიალისტური სულით გამოირჩევა”.
ფიდელ კასტრო 2016 წელს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მანამდე ქვეყნის პრეზიდენტობა თავის უმცროს ძმას, რაულს გადაულოცა.
2018 წლიდან რაულ კასტრო ქვეყნის მეთაურის თანამდებობიდან გადადგა და ადგილი 58 წლის მიგელ დიას-კანელს დაუთმო, თავად კი კომუნისტური პარტიის თავმჯდომარის პოსტი შეინარჩუნა.
რაულ კასტრომ ყრილობაზე ასევე განაცხადა, რომ კუბა აშშ-სთან ახალი ურთიერთობის დამყარებისთვის მზად არის.