აღმოსავლეთ უკრაინაში ქართველი მოხალისე ჯარისკაცი, “ქართული ლეგიონის” წევრი, დათო შარტავა დაიღუპა. ინფორმაციას ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
,,სამწუხაროდ დღეს ბრძოლაში დაეცა ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი და მებრძოლი დათო შარტავა , ბოლო რამდენიმე თვე მივლენილი იყო ერთ ერთ ბრიგადაში , დათო ჯარისკაცის გარდა ჩემი მეგობარი იყო. უსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს… ცოდვაა როცა ვაჟკაცი უნდა გადიქცეს მიწადა”, – წერს მამულაშვილი.
გარდაცვლილი დავით შარტავა ქართული ლეგიონის რიგებში 2016 წლიდან ირიცხებოდა. 44 წლის მებრძოლს ოჯახი საქართველოში ჰყავს და ქართული მხარის თანხმობის შემთხვევაში მის ცხედარს სამშობლოში ჩამოასვენებენ.