შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია, სავარაუდოდ, არ დაეთანხმება, ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა, თქვა. კონდახიშვილი მელიასთვის დოკუმენტის გასაცნობად ცოტა ხნის წინ შევიდა ციხეში. შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი მელიას ოფიციალური პოზიცია.
დღემდე არსებული პოზიცია არის ცნობილი, მას აქვს ნეგატიური დამოკიდებულება ამნისტიის საკითხთან, სადაც გამოდის, რომ ერთ პლატფორმაზე უნდა განიხილებოდეს ახალგაზრდები, რომელსაც დათხარეს თვალები და ამნისტიის კანონით გამოდის, რომ ის მაღალი და საშუალო თანამდებობის პირები, რომლებსაც პასუხი არ უგიათ იმ დანაშაულისთვის, რაც 20 ივნისს მოხდა, მათი ტოლობის ნიშანი უნდა დაისვას მათსა და ახალგაზრდებს შორის. ნიკა მელია დღეის მდგომარეობით არის უკანონო პატიმრობაში და ეს პატიმრობა ცალსახად გამოყენებულია პოლიტიკური ვაჭრობის თემად – ამბობს გიორგი კონდახიშვილი.