ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხვალ, 20 აპრილს საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ მან პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ცერემონიალზე, ბრიუსელიდან გამართული ტელეხიდის დროს თქვა.
მანამდე, პრეზიდენტის რეზიდენციში ოპოზიციის ნაწილმა და ქართული ოცნების წარმომადგენბლებმა ხელი მოაწერეს განახლებულ დოკუმენტს. მის განაცხადს ოპოზიციისა და ქართული ოცნების წარმომადგენლები ტაშით შეხვდნენ.
“ხვალ ჩამოვალ თბილისში, რათა შეგხვდეთ ყველას და გავმართოთ დისკუსია იმაზე, როგორ გავაძლიეროთ კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. მე მოუთმენლად ველი ხვალ თქვენთან შეხვედრას. მადლობა”, – თქვა შარლ მიშელმა.