ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება, ამ დრომდე ვერ ხერხდება. ნანული ბურჭულაძის ორსართულიან სახლს ცეცხლი ცოტახნის წინ გაუჩნდა.
როგორც, ერთ-ერთი მეზობელი “გურიის მოამბესთან” ყვება, სახლში მხოლოდ პენსიონერი ქალბატონი ცხოვრობს, რომელთანაც შვილიშვილები იმყოფებოდნენ სტუმრად.
“პენსიონერი ქალბატონია, მარტო ცხოვრობს, ახლა შვილიშვილები ყავს სტუმრად. სავარაუდოდ გაუმართავი ელექტროსადენების გამო გაჩნდა ხანძარი.სულ ქონდათ მაგის პრობლემა. როგორც კი ხანძარი გაჩნდა, სახანძროს არ დაველოდე, მეთვითონ მივედი სამაშველოში და ისინიც მალევე გამოვიდნენ. უცბად აალდა, დაეწვათ ყველაფერი, მადლობა ღმერთს ყველა გადარჩა.”- გვითხრა მეზობელმა.
ადგილზე იმყოფება 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.