უკვე საზოგადოებამაც და ჟურნალისტებმაც ძალიან კარგად იციან იმ ინსტრუმენტების გამოყენება და შეფასება ინფექციის გავრცელების, რომელსაც ეპიდემიოლოგები აკვირდებიან. ესაა ინციდენტობის მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი. გვაქვს 1.47% ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი და 4%-ს მიახლოებული დადებითობის მაჩვენებელი, რაც მიუთითებს, რომ ინფექცია სწრაფად ვრცელდება და უკვე არ ვაკვირდებით კლასტერულ განვითარებას.”- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში კორონოვირუსის მესამე ტალღასთან დაკავშირებით.