18 თებერვლიდან, ყველაზე პოპულარულმა ფეისბუქ- გვერდებმა ან სახელი შეიცვალეს, ან პირდაპირ დარეგისტრირდნენ და გიორგი გახარიას პროპაგანდას ეწევიან.
ასე იქცა “მტრედი”, “უფალია ჩემი ცხოვრება, “გოდერძი ჩოხელი” “მარტვილის გოქალე” და თავად “ბიძინა ივანიშვილი და მედიაც” კი – გიორგი გახარიად.
ეს ტენდენცია “მითების დეტექტორმა” შეისწავლა და დაასკვნა, რომ ათამდე ახალი და ამავე რაოდენობის სახელშეცვლილი გვერდი გიორგი გახარიას, როგორც მესამე ძალის აქტიურ პროპაგანდას ეწევა.
როგორც ჩანს, გიორგი გახარიამ არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო. ჯერ კონტენტისა და გვერდების რეკლამაში თანხა არ გადაუხდია, მაგრამ სამაგიეროდ ისეთი გვერდები იყიდა, რომლებსაც ბევრი მომხმარებელი ჰყავს.
ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანად და სახიფათო ტენდენციად აფასებენ ამ ფაქტებს “სამართლიან არჩევნებში”.