„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ ვანო ჩხარტიშვილი სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.
„რამდენიმე დღის წინ, როდესაც ჩვენ ვამზადებდით შაბათის ეთერისათვის ჟურნალისტურ გამოძიებას და უბრალოდ, კომენტარზე დავურეკეთ ოლიგარქ ვანო ჩხარტიშვილს, მასთან მიმდინარეობდა საუბარი და ავტომატურად იყო ჩაწერის რეჟიმზე, სადაც ვანო ჩხარტიშვილი პირადად დამემუქრა მე და ამის აუდიო ჩანაწერიც არსებობს. თავდაპირველად ცდილობდა, რომ შეხვედრა დაეორგანიზებინა ჩემთან არაფორმალურ გარემოში. ერთ-ერთ გამოძიებაზე ვმუშაობდით ჩვენ და, სავარაუდოდ, ფიქრობდა, „დაალაგებდა“ ჩემთან საქმეს და იმ თემას არ გავაშუქებდით, მთხოვდა შეხვედრას, შემდეგ, როდესაც მიიღო უარი, ამის შემდეგ გადმოვიდა ღია მუქარაზე. ამის შემდეგ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამას ხვდებიან ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე (ანუ ისიც არის ფარული თვალთვალის ობიექტი, რადგან კარგად იცოდნენ ამ ადამიანებმა, დღის რომელ მონაკვეთში დადიოდა მარტო სასეირნოდ ასაკოვანი ადამიანი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე) და ორი სპორტული პირი ცდილობს დაარეკეტოს ეს ადამიანი და ეუბნება, რომ თუ „ტვ პირველი“ სარედაქციო პოლიტიკას არ შეცვლის, მაშინ სიცოცხლეს საფრთხეში ჩაიგდებს. ამ ამბიდან გავიდა ათ დღეზე მეტი,“ – განაცხადა მელაძემ.