“დანიელსონის დოკუმენტი იყო გასაჯაროებული დიდი ხნის განმავლობაში. მეორე რაუნდის შემდეგ მან გაასაჯაროა დოკუმენტი, სადაც მელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მექანიზმად მედიატორების მიერ შემოთავაზებული იყო ამნსიტია. ჩვენ არ მოგვისმენია არავისგან განცხადება, რომ ეს იყო რადიკალურად მიუღებელი ასე ვთქვათ გზა, შემიძლია ეს გითხრათ”, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გადაცემა “მთავარ თემაში” განაცხადა.
“ჩვენ არ მოგვისმენია არავისგან განცხადება, რომ ეს იყო რადიკალურად მიუღებელი ასე ვთქვათ გზა, შემიძლია ეს გითხრათ. მინდა, შეგახსენოთ, რომ ამნისტიის შესახებ კანონი და მექანიზმი იქნა მოძებნილი მოდერატორის მიერ ნიკა მელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მიზნით. აქედან უნდა გამოვსულიყავით“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.