ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა მელია ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებს : “პირველ რიგში მინდა განთავისუფლება ვუსურვო ყველა იმ პატიმარს, ვინც უკანონოდ ზის საპატიმროში. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც გულით გულშემატკივრობს ქვეყნის სტაბილურობას. დიდია ევროკავშირის ელჩის, კარლკ ჰარცელის დამსახურება ამ ყველაფერში და მადლობა მას. ისევე როგორც შარლ მიშელს, ამერიკის ელჩს. ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელმაც გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება. მან უზარმაზარი შრომა გასწია. პრაქტიკულად სამი თვის განმავლობაში ჩემთვის თვალში საცემი გახდა, ეს არის ივანიშვილის ხელისუფლების მიერ საზოგადოების პოლარიზაცია და გახლეჩვა. ოლიგარქი, რომელიც ხელოვნურად ზიზღის დანერგვითაა დაკავებული, ძალიან ბოროტად იყენებს სხვადასხვა ინსტიტუციებს, მათ შორის ეკლესიას. რასაც მე თვალს ვადევნებდი “ოცნების” წევრების განცხადებებს, ამის განხილვას აზრი აქვს?
“ამ ხელისუფლებისთვის ორივე შემთხვევაში ვიქნები სერიოზული საფრთხე”
მათი აზრით, ევროკავშირის თანხა ჩაერიცხა ან კრიმინალს,, როგორც ისინი მიწოდებენ, ან კრიმინალს, ან პოლიტიკოსს. ორივე შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ვიქნები ძალიან სერიოზული საფრთხე. რაც შეეხება პარლამენტში შესვლა-არშესვლას. ამაზე გაიმართება კონსულტაციები პარტიაში და ჩამოვყალიბდებით. “-განაცხადა მელიამ ჟურნალისტებთან.