“საშინლად მთრგუნავს ეს ცხვრის ფარა და ისიც, რომ მეც ამ როლში ვარ, აი როდეეემდეე”?!!

ბევრ რამეს ვერ ვიგებ: ა. ქუჩაში, ღია ცის ქვეშ, არახალხმრავალ ადგილას რატომ უნდა გამდიოდეს პირბადის მიღმა ოფლი, რატომ უნდა ვისუნთქავდე ჩემივე ნახშირორჟანგს მეათასედ და ვიავადებდე ფილტვებს ბ. 9 საათამდე რატომ უნდა ჩავდგეთ ყველა ერთად ყველაფრის რიგში და ვჯეგოთ ერთმანეთი, როცა მე 9-ზე მივიდოდი მაღაზიაში, მაგული 10-ზე, ჟორა 11-ზე და ასე გ. რატომ გვკეტავენ ხალხის ნაწილს სახლებში და ზოგი საშვიანი რატომ დაეთე*ლება როცა მოესურვება უმიზეზოდ?! დ. რატომ არ შემიძლია შაბათს ვჭამო დამჯდარმა ღია ცის ქვეშ, თუნდაც ერთჯერად თეფშზე და ამავე მაგიდასთან მდგომელა თუ ვჭამ – ეს რატომ არის უსაფრთხო. ე. რატომ ვინფიცირდებით თეატრში მაინც და მაინც და ფეხბურთზე ერთმანეთს ვეჯდეთ თავზე “ნიჩეო”? ვ. რატომ გვაქვს მაინცდამაინც სახმელეთო საზღვრები ჩაკეტილი, ციდან არ გადმოდის კოვიდი? თუ მხოლოდ ღარიბი ხალხია საშიში და 200 კაციან თვითმფრინავზე მეტად მარშუტკაში ინფიცირდებიან? რატომ გვა*ვამენ თავზე და ჩვენ კიდევ ვდუმდებით და გვყოფნის არგუმენტად ვინმე უტვინო ცისანას ან მურთაზის კომენტარი, რომელიც დაწერს, რომ: – germaniashic asea! (შეადარეთ მათი დახმარების სისტემა პანდემიისას) – sabertynetshicaa komendandi… – Аба корона гиндат??? კი, გული რომ მერევა ამიტომ ვარ ხან სად ხან სად, 1 კვირაში დავავლებ ლეპტოპს ხელს და კიდევ წავალ, მაგრამ მაინც საშინლად მთრგუნავს ეს ცხვრის ფარა და ისიც, რომ მეც ამ როლში ვარ, აი როდეეემდეე?!!
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share