ბიძინა ივანიშვილის წასვლამ ხომ არ გამოიწვია “ქართულ ოცნებაში ” არეულობა? – ალბათ, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი. ბატონი ბიძინა ძალიან დიდი როლს თამაშობდა და მეწყინა, რომ წავიდა. ის არის უკეთილშობილესი, ძალიან გონიერი ადამიანი, მან გვიხსნა ამდენი უბედურებისა და ბოროტებისგან.
რაც შეეხება მიხელ სააკაშვილს, ის არ ისვენებს, მისი სცენარით ხდება ყველაფერი ოპოზიციაში. მთავარი ბოროტება სწორედ სააკაშვილია! ამდენი წელია იქადნება, რომ ჩამოვა, მაგრამ ის მშიშარა ადამიანია. თუმცა თუ ჩამოვა და დაიჭერენ, ეს იქნება სამართლიანობის აღდგენა. ჩემი ოცნებაა, სააკაშვილმა პასუხი აგოს იმ ბოროტებისთვის, რაც ჩაიდინა.- ამბობს ია მეტრეველი “კვირის პალიტრასთან”.