დმანისის მერი: “ახალგაზრდებს შორის მოხდა კონფლიქტი, ვიღაცას ეტყობა აწყობს, რომ სპეკულაცია გააკეთოს ეთნიკურ, ან კუთხურ ნიადაგზე”

“დაპირისპირების კადრები ვნახე. პოლიცია არის ჩართული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაპირისპირების შემდეგ, კადრებშიც ჩანს, რომ ხალხო დაიშალა, მას შემდეგ არავინ ყოფილა. სავარაუდოდ, დაშავებულები იქნებიან, მაგრამ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება. ახალგაზრდებს შორის მოხდა კონფლიქტი, ვიღაცას ეტყობა აწყობს, რომ სპეკულაცია გააკეთოს ეთნიკურ, ან კუთხურ ნიადაგზე. ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. ახალგაზრდებს შორის მოხდა დაპირისპირება. სამართალდამცველები მიხედავენ. ამ დროისთვის ქალაქში სიმშვიდეა”,- აღნიშნავს დმანისის მერი, გიორგი ტატუაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share