“საკუთარი მუცლების მთავრობა გვყავს”-საქართველოში უმუშევრობა იზრდება

საქართველოში სულ უფრო მეტი ადამიანი რჩება უსამსახუროდ. უმუშევართა არმია დღითი დღე იზრდება. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, უმუშევრობამ 22%-ს მიაღწია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ რეალური სურათი კიდევ უფრო მძიმეა. მკაცრმა რეგულაციებმა და ქვეყნის ჩაკეტვამ ბიზნესი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, დამსაქმებლები იძულებულები გახდნენ, თანამშრომლები გაეთავისუფლებინათ და მათი უკან დაბრუნების იმედიც აღარ აქვთ.ყველაზე მეტად ქვეყანაში კი ტურიზმის სექტორი დაზარალდა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share