აღსანიშნავია, რომ დაკარგულ პირთაგან გასულ წელს 121 ადამიანი საქართველოს მოქალაქე იყო, ხოლო თითო რუსეთის, თურქეთის, ნიდერლანდის, ყაზახეთისა და პოლონეთის.
რეგიონების მიხედვით კი, როგორც შს სამინისტროს სტატისტიკიდან ირკვევა, გასულ, 2020 წელს ყველაზე მეტი – 42 ადამიანი დაიკარგა თბილისში. მას მოსდევს ქვემო ქართლი, სადაც 24 ადამიანი დაიკარგა; მე-3 ადგილზეა იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – 20 დაკარგული ადამიანით; მე-4 პოზიციაზე კი სამეგრელო-ზემო სვანეთია, სადაც 2020 წელს უგზო-უკვლოდ 16 ადამიანი დაიკარგა.
ჯამში, 1973 წლიდან 2020 წლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში 6 097 ადამიანი იყო უგზო-უკვლოდ დაკარგული, მათგან 992 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება; 5 105 პირი კი – მოიძებნა.
https://www.bpn.ge