კრწანისის რაიონში, აბანოთუბანის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაიჭრა.
არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაშავებულებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.
2 დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, 1 სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ნიუ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
რაც შეეხება გარდაცვლილს, ის არამიანცის კლინიკაშია გადასვენებული.