დაზუსტებით არავინ იცის, მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ კატები ჩვენ გვერდით უკვე 12 ათასი წელია, ცხოვრობენ. ამ ხნის განმავლობაში ალბათ ბევრი რამ უნდა გვესწავლა მათი ბუნების შესახებ, თუმცა, რამდენი კატაცაა მსოფლიოში, დაახლოებით, იმდენივე ხასიათი არსებობს.
სწორედ ამიტომ შეიქმნა საბრედიტი — შენს კატას რა სჭირს? — სადაც კატების ორფეხა მეგობრები მათი ბატონ-პატრონის უცნაურ ფოტოებს უზიარებენ სხვებს. გაგიკვირდებათ და ფოტოების უმეტესობაზე ნებიერა ბეწვის გორგლებია ასახული.
თუ არ გჯერათ, აი, საკუთარი თვალით ნახეთ:
1. სამყაროს სულ “გასწორებული” სახით ვერ უყურებ
2. ვერც დაბლიდან უყურებ, ამიტომ ზემოდან გადმოსახედად ახალი ადგილი მონახა
3. ამ ფოტოზე მაგიდის ქვემოდან მომზირალი თვალები საეჭვო
4. თუ თათი თათობს, იოგას ძილშიც შეიძლება დაეუფლო
5. ბრეიქდანსის სკოლაში აბარებს წელს და თავზე დგომას სწავლობს
6. დილის აერობიკა
7. ენას თავისი ცხოვრება აქვს
8. ციური სხეული
9. “ბოლოს და ბოლოს, ჩამისხამ თუ არა წყალს?”
10. გადაადგილების საშუალება მე-18 დინასტიის ფარაონისთვის, ძვ.წ XIV საუკუნე (გაფერადებული)
11. ფასდაკლება ბალიშებზე
12. …და პლედებზეც
13. როცა ბავშვობაში ცდილობ, მშობლები დაარწმუნო, რომ ახალი საწოლი გჭირდება